Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
6-11-2015, 11:57
ნანახია: 789

პაატა სალია: ამ დავაში,

"რუსთავის 2"-ს საქმეზე მოსარჩელე მხარის ადვოკატი პაატა სალია დარწმუნებულია, რომ ქიბარ ხალვაში სასამართლოს ბოლო ინსტანციაში გამარჯვებას მოიპოვებს და ტელეკომპანიას საბოლოოდ დაიბრუნებს. მისი თქმით, გასაჩივრების უფლება არავის ეკრძალება.

 

"რატომ იქნა მოთხოვნილი დროებითი მმართველის ინსტიტუტი? ეს არის დროებითი ღონისძიება. ჩვენ შეგვეძლო, ამ დროებითი ღონისძიების მოთხოვნა თავიდანვე დაგვეყენებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ არანაირად არ ეფიქრა ვინმეს, რომ ზეწოლის განხორციელება გვინდა ტელევიზიაზე. ვიბრძოლეთ, პირველ ინსტანციაში დავამტკიცეთ სიმართლე, მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მოვითხოვეთ...

 

ჩვენ გვინდა, მინიმალიზება მოვახდინოთ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ჩართულობისა ამ დავაში. მათ სრული უფლება აქვთ, გააშუქონ პროცესი, მაგრამ არ გვინდა, "რუსთავი 2"-ის ერთადერთ საქმიანობად იქცეს მხოლოდ ამ საქმის გაშუქება", - განაცხადა სალიამ.

 

მისი თქმით, დამფუძნებლების სურვილია, არ შეფერხდეს ჟურნალისტების მუშაობა. ადვოკატის ინფორმაციითვე, სამაუწყებლო ბადესა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე საუბარი არ არის.