Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
9-11-2015, 11:50
ნანახია: 704

თეა წულუკიანი: ის, ვინც ხელს შეუშლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას, დაისჯება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იმ შემთვევაში თუ ნიკა გვარამია კანონმდებლობით დადგენილ სააღსრულებო პროცედურებს არ დაემორჩილება, ის სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

ამის შესახაებ მინისტრმა ტელეკომპნია "იმედის" ეთერში განაცხადა.

 

 "სააღსრულებო ფურცელი თუ შემოვა აღსარულების ეროვნულ ბიუროში, მას შემოიტანს მხარე და იტყვის, რომ არ გადის და შემიყვანე. ეს არ არის ის მთავრობა, რომელიც მიიჭრება, ვიღაცას ზიანს მიაყენებს და ასე გაათამაშებს იმ სცენარს, რასაც ვიღაცა გეგმავს კიევიდან გვარამიას ხელშეწყობით. ეს არ მოხდება. საქართველოში დღეს სისხლი არ დაიღვრება. საქართველოში არ მოხდება დესტაბილიზაცია. ეს აჟიოტაჟი და ისტერიკა უნდა ჩაცხრეს. რამდენი კვირაა ამას ვამბობ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, ვაცადოთ მოსამართლეს მიიღოს მშვიდ გარემოში გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ. პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე თუ არ დავიჯერეთ, ქართულმა საზოგადოებამ, რომ წარსული წარსულს ჩაბარდა და ამ ქვეყანაში მთავრობა არ ერევა სასამართლოში. მთავრობის მიზანი არ არის სადღაც მიიჭრას", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 იუსტიციის მინისტრმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტლების აღსრულება.

 

"თუ დადგა აღსრულების პროცესი და მავანმა - "ნაციონალების" ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მე გავმაგრდი და აბა, მოდით, თუ ბიჭები ხართ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ისე, როგორც ეს არის მშვიდ, სტაბილურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროში, პროცედურა არის გაწერილი. ჩვენ ამ პროცედურას არ დავარღვევთ. ჩვენ გავუგზავნით წერილს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ. ის აღასრულებს ამასობაში, ან იტყვის, რომ არ აღასრულებს. გავუგზავნით მეორედ. შემდეგ დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცესი, რომელსაც ის თუ არ დაემორჩილება, ოღონდ იძულებითი აღსრულების პროცესი მოვედი, წაგიყვანე არ არის. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მას ეგზავნება და ეუბნება, რომ ის არღვევს კანონს და ვიწყებ იძულებითი აღსრულების პროცესს, რომელსაც თუ ისევ უარყოფითად უპასუხებ, შენ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდები, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ყველას მოვალეობაა. ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი, ვიდრე მას საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს, არის ძალაში და ითვალისწინებს იმას, რომ ვინც კი ხელს შეუშლის, ან უარს იტყვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ის დაისჯება სისხლის სამართლის წესით. ეს არის აბსოლუტური დემოკრატიული მიდგომა. ეს არ არის კუნთების ვარჯიში", - განმარტავს იუსტიციის მინისტრი