Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
9-11-2015, 12:35
ნანახია: 672

ნინო ბურჯანაძე: მიუღებელია, ის რაც

მე არაერთხელ მითქვამს _ ის რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ხდება, ეს არ არის ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის, ან ქონების დაბრუნებისათვის , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა. 

 

მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელებმა ხმა მას შემდეგ ამოიღეს, რაც ბიძინა ივანიშვილისგან გარანტიები მიიღეს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, მათაც ისევე უკანონოდ აქვთ მიღებული ეს ტელეკომპანია, როგორც მათ შემდგომ მოსულ მფლობელებს.

 

"ეს რომ პოლიტიკური დავაა, ეჭვგარეშეა. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის სხვა მაგალითები რომ გვქონდეს, გარდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ფულის დაბრუნებისა, მაშინ ჩვენ სხვაგვარად შევხედავდით ამ პროცესს. ის რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ ისწავლა ვერც 7 ნოემბერზე და ვერც იმ შეცდომებზე, რაც მათ მრავლად დაუშვეს, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ვერც ახლანდელი ხელისუფლება ვერ სწავლობს "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე და უფრო რბილი ფორმებით, მაგრამ იმავე შეცდომებს იმეორებს," - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის რაც სასამართლოში ხდება, ეს არის გაგრძელება "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე მძიმე ტრადიციებისა, როდესაც ხდება სასამართლო გადაწყვეტილებებით მანიპულირება, რეალურად კი ეს არის ბრძოლა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. 

 

როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, მართალია ხშირ შემთხვევაში "რუსთავი 2" არის არაობიექტური ტელეკომპანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა გაჩუმდეს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი იმის მიუხედავად ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, ეს არის დემოკრატია. 

 

"თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია "რუსთავი 2"-ის მიმართ, მე ნამდვილად ვარ ის ადამიანი, მაგრამ კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის ამ მეთოდებით მედიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არაფრით უკეთესი არ არის იმაზე, რაც ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით მოხდა, მეტიც, შეიძლება უარესიც იყოს, რადგან უფრო ფარული და საშიში მეთოდია, ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.