ფედერიკა მოგერინი: გენდერული თანასწორობა, ჩვენს საზოგადოებას უსაფრთხოს ხდის

ფედერიკა მოგერინი: გენდერული თანასწორობა, ჩვენს საზოგადოებას უსაფრთხოს ხდის

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო "რედისონში", სადაც საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" იმართება, განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი.

 

"ამ დარბაზში ძალიან ბევრი ქალბატონია, მაგრამ, ასევე, ძალიან ბევრი მამაკაცია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმის გამო, რომ გვჯერა გენდერული თანასწორობის და გვჯერა, შეიცვლება სიტუაცია. გენდრული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი. ქალებისთვის და კაცებისთვის ერთი და იმავე უფლების მინიჭება, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაც ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას და რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. ეს არის განვითარების საკითხი. როცა ქალი ძლიერია, ძალიან ბევრ სარგებელს ნახულობს ამით საზოგადოება. ეკონომიკური და სოციალური ბარიერების დაძლევა უფრო მარტივდება, როდესაც ქალი ძლიერია და ის აღიარებულია საზოგადოების თანასწორ მოქალაქედ. ეს არის ჩვენი საზოგადოების მდგრადობის ნაწილი. ამისათვის ევროკავშირი მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებებზე, როგორც მის მთავარ მიზნებზე", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: