Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
11-11-2015, 13:32
ნანახია: 738

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების იმ ნაწილზე მსჯელობს, რომლითაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება დღესვე იქნას მიღებული. "რუსთავი 2"-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ეს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

 

"განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგზე - სარჩელში მივუთითეთ, რომ დაყენებული მუხლების შეჩერების საკითხი ასევე ეხება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, რაც ნიშნავს სიტყვისა და თავისუფლების შეზღუდვას. ჩვენ სასამართლოს წინაშე ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ვინაიდან დროებითი მმართველი დაინიშნა სწორედ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ასევე კრძალავს ცენზურას და უზრუნველყოფს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას. ეს შეუქცევად ზიანს გამოიწვევს არა მარტო "რუსთავი 2"-ისთვის, არამედ ნეგატიური პრეცედენტი იქნება სხვა მედიასაშუალებებისთვის და ჟურნალისტებისთვის", - განაცხადა მურადაშვილმა.