ლია მუხაშავრია: ქვეყანა, რომელშიც ადვოკატი არ არის დაცული, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მას კანონით დაიცავენ!

ლია მუხაშავრია: ქვეყანა, რომელშიც ადვოკატი არ არის დაცული, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მას კანონით დაიცავენ!

„ივერიონის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია  ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

 

ბრიფინგზე მუხაშავრიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში, სადაც არ არის დაცული ადვოკატი, მაშინ არავის არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ კანონით ის იქნება დაცული.

 

„სააკაშვილის სახელგანთქმული ხელისუფლებაც კი არ აკეთებდა იმას, რომ ადვოკატები ასე უმოწყალოდ ეცემათ.  ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და ეს გადაწონის ყველა იმ სიკრთეს, რაც კი გაუკეთებია ამ ხელისუფლებას. სასწორის ერთ პინაზე, რომ დავდოთ ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა - საყოველთაო ჯანდაცვა და მეორეზე ერთი ადვოკატის ჯანმრთელობის შერყევა, მერწმუნეთ, რომ ეს გადაწონის, იმიტომ, რომ ქვეყანა სადაც, ადვოკატებს ასე უსწორდება პოლიცია, დამიჯერეთ რიგით მოქალაქეებს თვალისდაუხამხამებლად დახვრეტს“- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

 

ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ამგვარი ქმედება არის ერთგვარი გზავნილი ყველა ადვოკატისთვის, რომ არ გაბედონ და აქტიურად არ განახორციელონ კლიენტის დაცვა. მისთვის სრულიად გაუგებარია ის, თუ, როგორ გაუჭირდა პოლიციას და სახელმწიფოს, რომ სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრა ადვოკატის გასანეიტრალებლად,იმის გარდა, რომ ის ეცემათ.

 

ადვოკატი მიიჩნევს, რომ იმ წუთიდან, როდესაც ცნობილი გახდა ეს ფაქტი, უნდა ჩამოეცილებინათ თანმდებობიდან ყველა ის პოლიციელი ვინც მონაწილეობდა და მორიგეობდა იმ დღეს შენობაში. უნდა დაწყებულიყო გამოძიება არა იმ მსუბუქი მუხლით, რითაც დაიწყო, არამედ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომებით!

 

აქვე ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომ მზად არის დაიცვას ადვოკატ მდინარაძის უფლებები. „მივმართავ ჩემს კოლეგას გიორგი მდინარაძეს, მე მზად ვარ მისი საქმე გავასაჩივრო ევროსასამართლოში,  თუ მას  ამის სურვილი ექნება.“

 

კარინა გრიგორიანი

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: