Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
12-11-2015, 10:52
ნანახია: 877

სოსო მანჯავიძე: „რეზონანსული შიზოფრენია“  საქართველოში, ანუ ფრთხილად, ტალღა ახლოვდება!

მინდა გაუწყოთ, რომ დაიწყო!

 

დაიწყო რეზონანსული შიზოფრენიის მესამე ტალღა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

აღარ შეგახსენებთ, რაც მოგვიტანა წინა ორმა.

 

მისი სიმპტომების შესახებ ამ ერთი წლის წინ ვწერდი:

''როიალი თუ არეულია, მასზე ფერენც ლისტმაც რომ დაუკრას, მაინც კაკაფონიას მიიღებ“.

 

ასეა გონებაარეული ადამიანი. საღ აზრს ის მრუდე და აგრესიული აზრით და ქცევით პასუხობს.

 

როიალი შეიძლება ააწყო, ადამიანსაც შეიძლება გონება გაუსწორდეს, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად.

 

უფრო მძიმედ არის საქმე, როცა ერთი ადამიანის ნაცვლად, საქმე ადამიანთა დიდ ჯგუფებთან გვაქვს, რომლებიც კოლექტიური გონების გამრუდებით იტანჯებიან.

 

ასეთ შემთხვევაში, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისათვის, უცხო არ არის, გამოსავალი თითქმის არ არსებობს და ძალაში შედის არაადექვატურ სისტემათა თვითლიკვიდაციის კანონი.

 

პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ გიჟებს ერთმანეთის მიმართ ტროპიზმი ახასიათებთ და რაც უფრო მეტადაა შეპყრობილი ესა თუ ის "მოღვაწე" ბოდვითი იდეებით, მით უფრო მისაბაძი ხდება დანარჩენი ტვინგამრუდებულებისთვის.

 

ბოდვითი იდეები, ძირითადად, ეროვნულ -რელიგიური შეფერილობისაა. ისინი თავის დინამიკას ოპორტუნისტის – ბოდვითი ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში იღებენ... ამ ''ბრძოლაში'' წინაურდებიან შიზოფრენიულ იდეებთან ყველაზე მეტად გაიგივებული ადამიანები,რომლებშიც სხვა გონებააბნეულები ე.წ. "ქარიზმატულობას"ხედავენ და მათ ლიდერებად ირჩევენ.

 

სიტუაციის დამახასიათებელი ნიშანია არაადექვატურთა აგრესიულობა, ეჭვიანობა და თვითკრიტიკის უნარის ატროფია. ნებისმიერ შენიშვნაზე ისინი ერთიანდებიან და კრიტიკოსს თავს ესხმიან.

 

ვინაიდან საზოგადოებაში ალუდა ქეთელაურები ცოტაა,ხოლო საინფორმაციო საშუალებანი ამგვარი ''ქარიზმატულების"ხელშია, შეჯახებას ყველა ერიდება. სიჩუმეს არჩევს და ამიტომ საჯარო სივრცეში ძირითადად ისინი ჩანან.

 

ბევრი ეშმაკუნა ცდილობს ეს პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს და პირველ ეტაპზე ახერხებს კიდეც, თუ ნიჭიერია, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება და ყოველთვის ცუდად მთავრდება.

 

ამ სინდრომს მე ნახევრადხუმრობით "რეზონანსული შიზოფრენია" დავარქვი. თეორიებიც მაქვს შემუშავებული.ერთი "ხელისუფლებათა ცვლის რეზონანსულ შიზოფრენიული – სპეციალური თეორია'' (საქართველოსთვის), მეორე, იგივე სათაურით საერთო. (გლობალური) თეორია. სამწუხაროდ ასეთი სურათია და ის სულ უფრო მძიმდება,თუმცა სწრაფად არა,რაც სასიხარულოა.''

 

ბოლო მოვლენებმა ამ ჩემი პოსტის ხელახლა გამოქვეყნებისკენ მიბიძგა. პროცესი დაჩქარდა, ვინაიდან არჩევნები მაპროვოცირებელია რეზონანსული შიზოფრენიის ყველაზე საშიში სინდრომების წარმოშობისთვის, როგორიცაა შიზოფრენიული ჰომოგენიზაცია და შიზოფრენიულ-პოლიტიკური ცუნამი.

 

არადა, ამის წინააღმდეგ არც ტალღისმჭრელები აშენდა და არც ჯებირი.

ტალღა კი ახლოვდება.