დავით სერგენკო საგანგებო ბრიფინგს მართავს

დავით სერგენკო საგანგებო ბრიფინგს მართავს

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა ბრიფინგის თემას სამინისტროში არ აკონკრეტებენ.


ინფორმაცია მინისტრის გადადგომის შესახებ ამ დილით დავრცელდა. გაზეთი "რეზონანსი" წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს.
სამინისტროს პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და "ივერიონს" განუცხადა, რომ მინისტრი სამსახურშია და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.


ამის მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო საგანგებო ბრიფინგზე, სწორედ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: