Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
21-11-2012, 14:31
ნანახია: 907

სანდრო ბრეგაძე: ვადასტურებ, ოქრუაშვილი პილიტპატიმარია!

პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს პოლიტპატიმრების საკითხს. მათ უკვე აქვთ იმ პატიმრების სია, რომელთაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსს მიანიჭებენ, თუმცა ამ სიაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.


ამაზე "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში მოძრაობა "ეროვნულობის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ისაუბრა.


ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება ბევრმა სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს დაუკავშირა. "ჩემთვის მიუღებელი იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას ირაკლი ოქრუაშვილის საქმიანობა, მაგრამ ვადასტურებ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში რომ არ ემხილა სააკაშვილის რეჟიმი, მას არ დააპატიმრებდნენ", -  განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


პრესკონფერენციაზე მოძრაობა "ეროვნულობის" ლიდერი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილზე ახორციელბდა დევნას. "მაშინ, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, ადეიშვილის ძალოვნებმა  ის აეროპორტში წაიყვანეს, ჩასვეს თვითმფრინავში და საფრანგეთში გაუშვეს. ეს, ფაქტობრივად, ქვეყნიდან განდევნაა", - ამბობს ბრეგაძე.