ნოდარ ხადური: შშს-ს დაფინანსებას 64 მილიონი ლარი დაემატა

ნოდარ ხადური: შშს-ს დაფინანსებას 64 მილიონი ლარი დაემატა

საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის წევრებს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები გააცნო. 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბიუჯეტში ბიუროკრატიის შენახვის ხარჯები იზრდება. 

 

"ბოლო დღეებში ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება ბიუროკრატიის შენახვის ხარჯები 64 მილიონი ლარით. მინდა გითხრათ, რომ ეს არის არასწორი ინტერპრეტირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლაც დაემატა 64 მილიონი ლარი. ეს არის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დაფინანსება. აქამდე აღნიშნული დაფინანსება გაიცემოდა მუნიციპალიტეტებისაგან, უბრალოდ, ნაერთ ბიუჯეტში არაფერი იცვლება. ადგილობრივი ბიუჯეტებიდან აღნიშნული სამსახური გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრალური, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება მისი დაფინანსება", - აღნიშნა მინისტრმა.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: