ლია მუხაშავრია: დღეს მეორდება ის პროცესები, რასაც ადგილი ჰქონდა 10 წლის წინ

ლია მუხაშავრია: დღეს მეორდება ის პროცესები, რასაც ადგილი ჰქონდა 10 წლის წინ

"ნიკა გვარამია იმკის იმას, რაც დათესა 10 წლის წინ და კეთილი ინებოს და მიირთვას ის ნაყოფი, რაც დათესა და ნუ იქნება ასეთი აღშფოთებული", განცხადება ამის შესახებ ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ გააკეთა. 

 

როგორც მუხაშავრიამ აღნიშნა, დღეს მეორდება ის პროცესები, რასაც ადგილი ჰქონდა 10 წლის წინ.

 

"მე, როგორც უფლებადამცველს და ადვოკატს, ძალიან კარგად მახსოვს ნიკა გვარამია, როგორც ბრალმდებელი, როდესაც "ასამართლებდნენ" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. მე ამ მოსამართლეებს ვიცავდი, გვარამია კი იყო ბრალმდებელი. ახლა რომ გაახსენდა სამართლიანი სასამართლოს გარანტიების არსებობა და მის დაცულობას მოითხოვს, მაშინ სწორედ ეს პრინციპები არ იყო მისთვის მისაღები. მაშინ გვარამია იყო მარტო, ჩვენ ვიყავით გუნდი და თან ვიყავით იმ ადამიანების წარმომადგენლები, რომლებიც თავად ძალიან კარგი იურისტები არიან, ეს მოსამართლეები შეიარაღებულნი იყვნენ პრაქტიკით, მაღალი ინტელექტით, აზროვნებით და პროფესიონალიზმით, გვარამია კი -მხოლოდ ძალაუფლებით, რაც დღეს აღარ აქვს. ზუსტად 10 წლის წინ ხდებოდა ეს ყველაფერი და ჩვენ მას ვეუბნებოდით -არ შეიძლება, ასე მოექცეთ მოსამართლეებს, განსაკუთრებით საუკეთესო მოსამართლეებს, ვინც ამ სისტემას ჰყავს, იმიტომ, რომ თქვენ რომ დაგჭირდებათ სასამართლო და წახვალთ სასამართლოში, იქ დაგხვდებათ უმსგავსი მოსამართლეები და თქვენ ინანებთ ამ საქციელს. მე ძალიან მომწონს ის, რომ დღეს სანანებელი აქვს ნიკა გვარამიას, მაგრამ ის იმკის იმას, რაც დათესა 10 წლის წინ და კეთილი ინებოს და მიირთვას ის ნაყოფი, რაც დათესა და ნუ იქნება ასეთი აღშფოთებული", - განაცხადა მუხაშავრიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: