Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
13-11-2015, 12:38
ნანახია: 2548

მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 155.0 მლნ ლარით მცირდება და 9 745.0 მლნ ლარს შეადგენს. 

ამას 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. 

როგორც მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავს, 2015 წლის 9-10 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის შემოსულობების კორექტირება და საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება ბიუჯეტის გადასახდელებში არსებული საჭიროებების მიხედვით. 

 

2015 წლის 9-10 თვის ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებისა და საგასახადო შემოსავლების დინამიკის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120.0 მლნ ლარით იზრდება და განახლებული პროგნოზი 7 520.0 მლნ ლარს შეადგენს, ასევე იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები 45.0 მლნ ლარით, ხოლო შემოსულობების სხვა სახეები, მთავრობის განმარტებით, შესრულების ტენდენციის გათვალისწინებით კორექტირდება.

 

სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293.0 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები მცირდება 185.0 მლნ ლარით, ხოლო საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები მცირდება 108.0 მლნ ლარით. ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება (ვალის შემცირების ხარჯზე) 155.0 მლნ ლარით და 9 745.0 მლნ ლარს შეადგენს.

 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, გადასახდელების ნაწილი 30.0 მლნ ლარით იზრდება და 9 605.0 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც როგორც მთავრობაში აცხადებენ, ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოზიდვის საჭიროებით არის გამოწვეული.