ერეკლე საღლიანი: საგანგაშო მდგომარეობა რომ არ გვქონდეს, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში არ ჩაერთვებოდა!

ერეკლე საღლიანი: საგანგაშო მდგომარეობა რომ არ გვქონდეს, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში არ ჩაერთვებოდა!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პოეტი, ერეკლე საღლიანი ესაუბრა

 

-ბატონო ერეკლე, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები არჩევნების გაყალბების მოტივით რამდენიმე დღეა შიმშილობენ, გარდა გაყალბების მიმართ გამოხატული პროტესტისა, ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნას აყენებენ. როგორია თქვენი კომენტარი?

 

-რა თქმა უნდა, იმ უსამართლობის, რომელიც  ქვეყანაში ხდება, უმთავრესი საფუძველი არის, ის საარჩევნო სისტემა, რომელიც წლების მანძილზე გვახრჩობს.

 

ეს სწორედ ის სისტემაა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას , რომელიც მოვა ხელისუფლებაში, აძალებს ჩაიდინოს მსგავსი რამ, რაც ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ.

 

 

ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს, უპირველესად ეს უნდა შეიცვალოს. ეს არის ამ წლების მანძლზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი საიმისოდ, რომ ქვეყანა ქვეყანას გავდეს და სამართლიანობა დამკვიდრდეს.

 

-როგორ შეაფასებთ „რუსთავი 2“- თან დაკავშირებულ აჟიოტაჟს? თქვენი აზრით, იკვეთება თუ არა ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესი, არჩევნების წინ გააჩუმოს „რუსთავი 2“, რომელიც „ნაციონალების“ უკანასკნელ ბასტრიონად დარჩა?

 

-მე ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სხვათაშორის, მე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, „რუსთავი 2“- ის მესვეურთ თავის დროზე, რომ გამოეჩინათ იმ პროცესების მიმართ ობიექტური ყურადღება რაც საქართველოში ხდებოდა, ისინი ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ!

 

მე იმ საკითხებში, რომლებიც იქ მიმდინარეობს, გარკვეული არ ვარ, ამიტომ თავს შევიკავებ ნებისმიერი კომენტარისგან.

 

-როგორც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, პაატა ბურჭულაძე ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აპირებს, რომელშიც ქართველი ბიზნესმენების გარკვეული ჯგუფიც გაერთიანდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ბიზნესმენების პოლიტიკაშ ჩართვა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ამ თვალსაზრისით ნეგატიური მაგალითი აქვს.

 

არსებობს ინფორმაცია, რომ ახალი პარტიის სახეები იქნებიან ვანო მაჭავარიანი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტის მრჩეველად მუშაობდა და ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. რა წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ მომავალ პარტიასთან დაკავშირებით? იქნება თუ არა ეს ის ახალი ძალა, რომელსაც ამ ბოლო ხანებში აანონსებენ?

 

-ქვეყანაში კიდევ  ახალი პოლიტიკური ძალა რომ იქმნება, ესეც კი იმის მომასწავებელია, რომ ყველაფერი რიგზე არ დგას. დარწმუნებული ვარ,   რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა რომ არ გვქონდეს, პაატა ბურჭულაძე არ ჩაერთვებოდა პოლიტიკაში. დიახ, ეს დასტურია იმისა, რომ როგორც სახელმწიფო, ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით.

 

 

ხოლო, თუ, ბიზნესმენი კარგ საქმეს გააკეთებს, მაგაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია,ფინანსები ეროვნული მიზნებისთვის იყოს გამიზნული. თუ, ეს ფინანსური რესურსები ანტიეროვულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმეს მოხმარდება-ცუდია. მაგრამ არამგონია პაატამ ეს დაუშვას!

 

ისე, პაატა ბურჭულაძე მოვა თუ არა ხელისუფლებაში, ამას დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც ჩართულია ამ პროცესებში.

 

თუმცა, პარტიის ძალას მარტო ავტორიტეტული პიროვნებები ვერ შექმნიან. მთავარა კურსი, ანუ რა მიმართულებას აირჩევენ ისინი.

    

 

 

      ესაუბრა მედეა შელია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: