Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
17-11-2015, 17:23
ნანახია: 820

თამარ კიკნაძე: ტერორისტულ დაჯგუფებებს საერთო არა აქვთ ნამდვილ ისლამთან და მათთვისაც იგივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც დანარჩენი სამყაროსთვის!

„ივერიონს“ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე და შესაძლო გართულებებზე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე ესაუბრა.

 

-მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია  სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.

 

 

საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?

 

-დიდი ფილოსოფია იმისთვის, რომ ამგვარი აქტები მოხდებოდა, არ იყო საჭირო. როდესაც ევროპაში შევიდა ასეთი დიდი ნაკადი დევნილებისა, ბუნებრივია მათ ტერორისტებიც შეყვებოდათ, ამაზე ბევრი ექსპერტი საუბრობდა.

 

 

თქვენი კითხვა, თუ საიდან იღებს სათავეს ტერორიზმის ფესვები - მინდა გითხრათ, რომ  ეს დაიწყო ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ის საომარი მოქმედებები და გაუსაძლისი პირობები, რომლებიც იქ შეიქმნა, გახდა წინაპირობა საიმისოდ, რომ ევროპაში აურაცხელი ნაკადი გადმოდინებულიყო.

 

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ველოდოთ სრულიად ევროპის ეროვნული სურათის შეცვლას, იმიტომ, რომ ის წარმომადგენლები, რომლებიც იქ გადადიან არიან სხვა რელიგიის ადამიანები და მათი ასიმილირება ევროპელებთან არ ხდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი საფრთხე ევროპისთვის და ალბათ წინ კიდევ ბევრი ასეთი ტერორისტული აქტია მოსალოდნელი.

 

-ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, რომელმაც ააფორიაქა მსოფლიო, ნათლად დაგვანახა რუსეთის როლი თანამედროვე რეალობაში.

როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ფუნქციის შესრულება შეუძლია რუსეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აყენებს თუ არა ეს მისია მას, ამ კონკრეტულ მომენტში, მომგებიან სიტუაციაში?

 

-რუსეთი  დღეს ერთადერთია, რომელიც რეალურად ებრძოდა ტერორისტებს.მანამდე კოალიცია, რომელშიც ამერიკა და 62 ქვეყანა  შედიოდა არ გამოირჩეოდა ეფექტურობით და მხოლოდ რუსეთის ჩართვის შემდეგ დაიწყო რეალური ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ.

 

ახლა, როდესაც პარიზში განხორციელდა ეს ტერორისტული აქტი, უკვე დასავლური ქვეყნებიც აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ ესაა ყველაზე დიდი უბედურება. თუმცა, ისინი მანამდეც აფიქსირებდნენ, მაგრამ რეალურად ბრძოლა მათ წინააღმდეგ არ მიმდინარეობდა. ამიტომ,  რუსეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ გადამწყვეტი ბრძოლის ინიციატორი გახდა. შესაბამისად, რუსეთი  ყველა სახელმწიფოს მეთაურებს მძლავრი კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელიც ტერორიზმს და საშინელებებს გაუსწორდება და იბრძოლებს მის წინააღმდეგ!

 

-ბუნებრივია, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტებით. ადამიანებს კიდევ ერთხელ გაუჩნდათ დაუცველობის შეგრძნება...

 

თქვენი აზრით, ქართული სახელმწიფო, არის თუ არა, დღეს მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ელემენტარულად მაინც დავიცვათ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება?

 

-საქართველო მოწყვლადი ქვეყანაა. ჩვენი მებრძოლებიც იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში და არაა გამორიცხული მათი დაბრუნება. გარდა ამისა, საქართველო მოიაზრება ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაში. ამიტომ, ალბათ საქართველოც უნდა შეუერთდეს იმ კოალიციას, რომელიც იბრძოლებს ტერორისტების წინააღმდეგ, რადგან მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს სპეცსამსახურები მზად არიან ასეთი სახის ოპერაციებისათვის. შემთხვევითი არაა საუბარი იმაზე, რომ გაიზრდოს სპეც- სამსახურთ დაფინანსება .მე მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დასავლეთის სპეცსამსახურების ანალიზის საფუძველზე აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ ქვეყანაში საჭიროა იყოს ეროვნული სპეცსამსახურები. 

 

 

დღეს გაბატონებულია აზრი, რომ ანალიტიკური სამსახურები იძლევიან შავ და თეთრ ინფორმაციას. რუსეთი ცუდია, დასავლეთი კარგია, მაგრამ ასე არაა, თვით დსავლეთის სახელმწიფოებშიც კი სჭირდებათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, საქართველოში კი ამაზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებთ!

 

-უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ანალოგიური აქტები შეიძლება გახდეს რელიგიური ექსტრემიზმის და ე.წ. „რელიგიური ომის“ დაწყების საფუძველი. თუმცა, ქართული ეკლესია , მისი სულიერი მწყემსმთავარი  აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერაქტს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარე სხვა ტერაქტებს რელიგიური საფუძველი არ გააჩნიათ, რადგან ბოროტება რელიგიურ ნიშნებს არ ცნობს...

როგორი იქნება თქვენი კომენტარი...

 

-მე ვეთანხმები პატრიარქის აზრს, რომ მათ რელიგიური ნიშნები არ გააჩნია. იმიტომ, რომ ისლამის წარმომადგენლლებისთვის ის სახელმწიფო ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოებისთვის. მიმაჩნია, რომ ესაა გარკვეული მცდელობა საიმისოდ, რომ მოხდეს შეხლა-შემოხლა ამ ორ დიდ ცივილიზაციას  შორის, რაც შედის გარკვეული ძალების ინტერესებში.

 

დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ აქვთ საერთო ნამდვილ ისლამთან. ეს ისეთივე საფრთხეა ისლამისთვის, როგორც დანარჩენი სამყაროსთვის.

-ამ ბოლო დღეებში ქართულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქართველომ სირიელი ლტოლვილები მიიღოს.

 

რამდენად გამართლებული იქნება ეს ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, როცა ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ფონია?

 

-მესმის, რომ სირიელ ხალხს ახლა ძალიან უჭირს და ჰუმანური თვალსაზრისით ეს გასაგებია, მაგრამ თვითონ საქართველოს თავისი დევნილებისთვის ვერ მოუვლია.

 

 

გარდა ამისა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე სირიელი და დანარჩენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ევროპაში მიგრაცია არ არის ერთგვარი წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია.

 

 

საქართველოში ხორციელდება გლობალიზაციის ქართული გეგმა, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ არ ვითარდება ეკონომიკა და ხალხს სოციალურად და ეკონომიკურად ძალიან უჭირს.  როდესაც ქართველები იძულებულნი არიან სხვა ქვეყნებში განახორციელონ მიგრაცია და იშოვონ საარსებო მინიმუმი, ამ დროს სხვები ჩამოდიან.

 

 

საქართველოს თავისი ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ შესაძლოა ევროკავშირმა საიმისოდ, რომ მიიღოს დევნილები, შესთავაზოს გარკვეული სახსრები. ჰუმანური თვალსაზრისით შესაძლოა გავიგოთ ეს, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესი ამაში ნამდვილად არ უნდა იყოს!

 

 

ესაუბრა კარინა გრიგორიანი