Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
17-11-2015, 17:30
ნანახია: 832

ნანა დევდარიანი: დასავლეთს და ამერიკას ისლამური სახელმწიფოს ბოლომდე ამოშანთვა არ სურს!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ნანალისტიკოსი, ნანა დევდარიანი ესაუბრა.

 

-ქალბატონო ნანა, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია  სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.

 

საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?

 

-ტერორიზმი საბრძოლველად ძალიან მძიმეა, ვინაიდან, ის ხალხში შიშის და პანიკის დათესვისკენაა მიმართული. უბედურებაა ისაა, რომ ტერორს მიმართავენ, მაშინ, როცა სხვადასხვა მექანიზმებითა თუ მეთოდებით საწადელს ვერ აღწევენ.

 

არ იფიქროთ, რომ მე ტეროროზმის გამართლება მინდა, უბრალოდ მიზეზები მინდა დაგანახოთ. ამ შემთხვევაში ამ ტერაქტს კონკრეტული მიზეზები აქვს. მაგალითად ის, რომ დასავლეთი მკვეთრად ჩაერია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში მთელი რიგი ვითომ „უსისხლო გადატრიალების“ ხელშეწყობაში. ამან გამოიწვია ის, რომ საერო სახელმწიფოები ისლამისტების ასპარეზად იქცა. მსგავსი ჩარევები ყოველთვის ძალიან ცუდ რეაქციებს იწვევს, ანუ ერთი სახელმწიფოს სურვილი, ჰარმონია განახორციელოს მსოფლიოში, იწვევს მსგავს პროცესებს.

 

-ქალბატონო ნანა, თქვენ ამას წინათ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთეთ: „ამერიკა სადაც კი შევიდა, ქვა-ქვაზე არ დატოვა“, სხვათაშორის, ამ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგავროვანი გამოძახილი ჰქონდა. მეტიც, ზოგი აშკარად პრორუსულობაში გადანაშაულებდათ. მაინც რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების უკან ყველგან ამერიკა დგას?

 

-ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩემთვის პრორუსულის დარქმევით რაიმე განცდებში ჩამაგდებს, ძალიან ცდება.  გააჩნია ვინ რას ამბობს. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთა აზრი მე, არცერთ საკითხებში არ მაინტერესებს და ჩემს თავზე მითუმეტეს.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ ვნახავთ, რომ ამის უკან, ყველგან დგას ამერიკა და ამას ვერაფერს ვერ ვუზამთ.

 

ეს ყოველთვის ხდება სრულიად გაუაზრებელი ჩარევების შედეგად. ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია ამერიკის საელჩოდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან ისეთ საკითხებზე კრიტიკა, რომელიც ეჭვშეუვალია ჩვენი საზოგადოებისთვის.

 

-ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, რომელმაც ააფორიაქა მსოფლიო, ნათლად დაგვანახა რუსეთის როლი თანამედროვე რეალობაში.

 

როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ფუნქციის შესრულება შეუძლია რუსეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აყენებს თუ არა ეს მისია მას, ამ კონკრეტულ მომენტში, მომგებიან სიტუაციაში?

 

-რუსეთმა ახლა ევროკავშირის წარმომადგენლებს ტერორისტულ-ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა, რაზეც მათ უარი განუცხადეს. ამ დროს რუსეთის პრეზიდენტი ადგა და ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დაცვით, კანონიერი პრეზიდენტის მოთხოვნით, განახორციელა დარტყმები. აღმოჩნდა, რომ რუსეთმა ორ თვეში გაცილებით მეტი შედეგი დადო, ვიდრე წელიწადნახევარში  62 ქვეყნის კოალიციამ. აქედან 2 რამის დასკვნა შეიძლება: პირველი ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე 62 ქვეყნის, რაც დაუჯერებელია და მეორე, უფრო ლოგიკური, რომ დასავლეთს ამ ისლამური სახელმწიფოს ბოლომდე ამოშანთვა ხელს არ აძლევს და ის მას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს. ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად, ბაშარ ასადის დასამხობად.

 

-ბუნებრივია, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტებით. ადამიანებს კიდევ ერთხელ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა.

 

თქვენი აზრით, ქართული სახელმწიფო, არის თუ არა, დღეს მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ელემენტარულად მაინც დავიცვათ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება?

 

-როგორც ჩანს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები გარკვეულ სამუშაოს მაინც ეწევიან. იმიტომ, რომ შეიძლებოდა  გაუთვალისწინებელი ფაქტები მომხდარიყო. მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ცალკე ერთ ქვეყანას არ შეუძლია ამ უბედურებას შეებრძოლოს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ტერორის წინააღმდეგ დადგება. ეს რუსეთი იქნება თუ ევროპის სხვა რომელიმე სახელმწიფო, ამას არ აქვს მნიოშვნელობა. და საერთოდ- რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა ჩვენს მეზობელთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება, მათ შორის უშიშროების სამსახურთან.

 

-უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ანალოგიური აქტები შეიძლება გახდეს რელიგიური ექსტრემიზმის და ე.წ. „რელიგიური ომის“ დაწყების საფუძველი. თუმცა, ქართული ეკლესია , მისი სულიერი მწყემსმთავარი  აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერაქტს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარე სხვა ტერაქტებს რელიგიური საფუძველი არ გააჩნიათ, რადგან ბოროტება რელიგიურ ნიშნებს არ ცნობს...თქვენი კომენტარი...

 

 -არ არსებობს რელიგია, რომელიც ადამიანების მკვლელობას ქადაგებდეს. ამას არაფერი საერთო რელიგიასთან არ აქვს. რადგან ისლამი ომის მქადაგებელი რელიგია არ არის! ეს არის რელიგიური ნორმების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ამ ფაქიზი თემით ადამიანების მანიპულირება ყველაზე ადვილია, რადგან ღვთის რწმენა, რელიგიურობა ეს ის თემაა, რომლითაც მანიპულირებას ახერხებენ!

 

-უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ანალოგიური აქტები შეიძლება გახდეს რელიგიური ექსტრემიზმის და ე.წ. „რელიგიური ომის“ დაწყების საფუძველი. თუმცა, ქართული ეკლესია , მისი სულიერი მწყემსმთავარი  აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერაქტს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარე სხვა ტერაქტებს რელიგიური საფუძველი არ გააჩნიათ, რადგან ბოროტება რელიგიურ ნიშნებს არ ცნობს...

 

-აქ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე საუბარი იმდენად არაა, რამდენადაც იმაზე, რომ სააკაშვილმა ჩვენი ქვეყნის საზღვრები, ყველა ქვეყნისთვის მოხსნა და მოაფრიალა.

 

ევროკავშირის მოწოდება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სირიელი ლტოლვილები, სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სირიელების უბედურება არ გვტკივა, არამედ, საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ გავხსნით საზღვრებს სირიელი ლტოლვილებისთვის, კაცმა არ იცის და რთული გასაგები იქნება, თუ ვინაა ლტოლვილი და ვინ ტერორისტი. ასევე ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების შემთხვევაში მათთვის ევროპაში შესვლის პრობლემაც არ იქნება.

 

ორი ვარიანტი გვრჩება: ან ჩვენ მივიღებთ  სირიელების ამ ნაკანდს ან თუ ძალით მიგვაღებინებენ, მაშინ ჩვენ ვიზა-ლიბერალიზაციას არ მოგვეცემენ!

 

 

      ესაუბრა მედეა შელია