Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (12)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
19-11-2015, 17:49
ნანახია: 868

„ივერიონის“ პრესკლუბში ბრიფინგი, პედაგოგთა საკოორდინატო ცენტრის ხელმძღვანელმა, 116-ე საჯარო სკოლის უკვე ყოფილმა პედაგოგმა, დავით ფერაძემ გამართა.

 

 

მან დისკრიმინაციასა და დევნაში პრაქტიკულად, განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე დაადანაშაულა.

 

ბრიფინგზე, ფერაძემ მისი სკოლიდან განთავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა და ამაში ბრალი, განათლების მინისტრ, ქალბატონ მთამარ სანიკიძეს დასდო:

„მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბრძოლა იმით დამთავრდა, რომ დიქტატურამ ჩემი გათავისუფლებით, თავისი გამარჯვებისკენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. მათ ხუთი სიცრუის საფუძველზე, ჩემი სამსახურიდან გაშვება მოახერხეს. რა თქმა უნდა,  ეს დავალება პირდაპირ გაიცა თამარ სანიკიძის უწყებიდან, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე. ეს დავალება ჯერ კიდევ სექტემბერში იყო გაცემული“.

 

მისი თქმით, მან დაიწყო შიმშილობა სკოლის შესასვლელთან, თუმცა მიიჩნია, რომ, თუ პედაგოგთა არმია და საზოგადოება გვერდში არ დაუდგება, ეს არსებით შედეგებს არ გამოიღებს:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში შედეგი არაფერს არ აქვს, დღეს მე შიმშილობის აქცია დავიწყე სკოლის შესასვლელთან.  მე მინდა, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახოს. ამის დანიშნულებაა, პედაგოგიურ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა. თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან პედაგოგიურ სამყაროში საბოლოოდ დამყარდა დიქტატურა.

 

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-11/1447941033_snimok.png