Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
20-11-2015, 16:06
ნანახია: 1660

გიორგი ტყემალაძე: დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი  საკრებულოს უმრავლესობაში არ განიხილება!


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს უმრავლესობაში  განიხილება.


„მინდა გითხრათ ძალიან მკაფიოდ, ქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი უმრავლესობაში არც კულუარულად არც ღიად არ განიხილება“, - აცხადებს ტყემალაძე.


ასევე მან განაცხადა, რომ   მერიასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და ხდება მოსაზრებების გაცვლა.


„ყოველივე იმისთვის კეთდება, რომ საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მივიღოთ. დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გუშინ საკრებულოს ყველა ფრაქციამ და კომისიამ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა.
საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გველის როგორც ჩვენ ასევე მერიას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის შეჯერებულ ახალ და პროგრამულ 2016 წლის ბიუჯეტს მივიღებთ.
საერთო ჯამში ბიუჯეტი არის კარგი. პრიორიტეტები და პარამეტრები სწორად გადანაწილებულია , თუმცა პროგრამული კუთხით არის სამუშაო, რათა თითოეული პროექტი გამგეობებისა და სამსახურების მიერ დეტალურად ჩაშლილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.