Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
21-11-2015, 14:13
ნანახია: 935

„სემეკი“ მაფიოზური კლანების ინტერესებს ემსახურება და მოსახლეობას „ატყავებს!“

წლების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ჩამოყალიბებულმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა, თავისი უცვლელი მეთოდებითა და სქემებით (ძირითადად ერთიდაიგივე სახეებით), ,,სემეკი” მოგვივლინა ხელოვნურად შექმნილი მონოპოლისტების ინტერესების გამომხატველ ფასადურ დაწესებულებად და იმის დასტურად, რომ თითქოს საქართველოში ენერგეტიკა საბაზრო პირობებში ფუნქციონირებს.

 

მივიღეთ ისევ მონოპოლისტური გარემო, სადაც ,,სემეკის” რეალური დანიშნულებაა მოუხსნას პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და დანაშაულ სქემებში მონაწილე კომპანიებს და მთელი ტვირთი მომხმარებელს დააკისროს, თან ხელისუფლებამ დაამადლოს ხალხს მათზე ზრუნვა (ამაში ,,სემეკის” წევრები მაფიოზურ წილს იღებენ, რომელსაც ოფიციალურად ხელფასს არქმევენ).

 

ამის ნათელი მაგალითია, ამ ზაფხულს, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაზის გაძვირების საბაბით, გაზრდილი ელენერგიის ტარიფი.

 

,,სახალხო პარტია" მაშინ აცხადებდა (4-09-2015), რომ ტარიფის უამრავ მდგენელში (გენერაცია. გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, დისტრიბუცია...),გენერაციის კომპონენტი, მხოლოდ გარდაბნის თბოელექტროსადგურია გაზის მომხმარებელი და მთლიანი ტარიფის გაზის ფასის ცვლილების შესაბამისი პროპორციით გაზრდას საფუძველი არ გააჩნდა (შეწონილი ტარიფი, თბოელექტროსადგურის გამომუშავებული ელენერგიის გამო, მხოლოდ მცირედით უნდა გაძვირებულიყო). აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა მოსახლეობის გაყვლეფის მორიგ ფაქტს.

 

ჩვენი ეს ვარაუდი დადასტურდა, სულ ახლახანს, როცა ორგანიზაცია ,,სემეკმა" გარდაბნის თბოელექტროსადგურს დაუდგინა ტარიფი თითქმის იგივე ოდენობით, როგორც ადრე ჰქონდა, ხოლო მთლიანი ტარიფი იგივე დატოვა, რომელშიც თვით “სემეკის” ასტრონომიული ხარჯებიც არის გათვალისწინებული.

 

ყოველივე ეს გვიდასტურებს იმ მოსაზრებას, რომ გაზის გაძვირება იყო საბაბი და გაზრდილი ტარიფის უდიდესი ნაწილი გადაეცა იმ გამანაწილებელ და სადისტრიბუციო ორგანიზაციებს, რომლებისგანაც მაფიოზური სქემებით დღემდე ყველა ხელისუფლების პირობებში იკვებება გარკვეული ჯგუფები.

 

ასეთ პირობებში დარგს განვითარება არ უწერია, ტარიფების ზრდას კი ზედა ზღვარი.

 

,,სახალხო პარტია" აცხადებს, რომ ენერგომარეგულირებელი კომისია გადაქცეულია ამ მაფიოზური კლანების ინტერესების დამაკმაყოფილებელ დანაშაულებრივ დაწესებულებად და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მის ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება!

 

სახალხო პარტია