Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
21-11-2012, 15:54
ნანახია: 953

მაია ფანჯიკიძე დევიდ ლიდიგტონს შეხდვა

საგარეო საქმეთა მინისტრი  მაია ფანჯიჯიძე დიდი ბრიტანეთის მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდიგტონს შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება,  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საქართველოს საგარეო უწყვეტ კურსზე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ვილაპარაკეთ რუსეთთან ურთიერთობებზე და იმ ღრმა თანამშრომლობაზე, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს", - განაცხადა მინისტრიმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


დევიდ ლიდიგტონის საქართველოში ვიზიტი ორდღიანია. ვიზიტის ფარგლებში დევიდ ლიდიგტონი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, უშიშრობის საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასა და მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ევროპის სადამკვირვებლო მისიის ოფისსაც ეწვევა და მისიაში მონაწილე ბრიტანულ კონტიგენტს შეხვდება.