Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
25-11-2015, 13:27
ნანახია: 675

თინათინ ხიდაშელი: მზად ვართ მსოფლიო მშვიდობისთვის მეტი კონტრიბუცია გავიღოთ!


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ერვე ლადსუს შეხვდა.


გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო მისიებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს.


„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, მსოფლიო უსაფრთხოების წინაშე და მათ შორის გაეროს სამშვიდობო მისიების ფორმატში.  სულ რამდენიმე კვირის წინ გაეროს მისიას  გენერალი ჩაჩიბაია შეუერთდა, რომელიც უკვე ავღანეთში იმყოფება და ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა ამ ორგანიზაციაში. ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ძალიან გამოცდილი სამხედროები გვყავს, არა მხოლოდ გენერლები, მათ შორის პოლკოვნიკებიც და ჩვენი მხარდაჭერა შესაძლოა კიდევ უფრო ღირებული და ფასეული გახდეს  იმ შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტზე, რომელიც პრეზიდენტ ობამას მოწვევით სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა, კონკრეტული დაპირება მისცა გაეროს და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

შეხვედრას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კახა იმნაძეც ესწრებოდა.