Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
25-11-2015, 16:09
ნანახია: 1421

თეა წულუკიანი: ირაკლი შოთაძე ბევრად უკეთესი პროკურორი იქნება, ვიდრე ამჟამინდელია!

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თუკი, პარლამენტი მთავარი პროკურორის პოსტზე, ირაკი შოთაძის კანდიდატურას დაამტკიცებს, ის იქნება ბევრად უკეთესი პროკურორი, ვიდრე ამჟამინდელია. 

 

წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების მხრივ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ თანამშრომლობა გააგრძელოს.                                                . 

,,საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატი მე წარვუდგინე. გასაუბრების შედეგად რომელთა აუდიო ჩანაწერები არის საჯაროდ გამოქვეყნებული, აღმოჩნდა, რომ 13 ხმა მიიღო ირაკლი შოთაძემ. მე მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში თუკი მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არის თუნდაც ამჟამინდელი მთავარი პროკურორი. ის იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი, რომელიც კი აქამდე გვყოლია. მას ექნება იმის ღრმა რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო და ამ რეფორმებში ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამარტალდამცავმა ორგანომ უნდა ვიაროთ ხელიხელ ჩაკიდებული“- განაცხადა თეა წულუკიანმა.