რამდენ მილიარდს გადააჭარბებს მომავალი წლის ბიუჯეტი?

რამდენ მილიარდს გადააჭარბებს მომავალი წლის ბიუჯეტი?

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა,  მაკროეკონომიკური პარამეტრები წარადგინა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით,     მომავალი წლის ბიუჯეტი, ათ მილიარდ ლარს გადააჭარბებს:                                                 

 

„მინდა, მაკროეკონომიკური პარამეტრები წარმოგიდგინოთ. მომავალი წლის ბიუჯეტი გადააჭარბებს უკვე 10 მილიარდ ლარს და 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება. ეს არის ის პარამეტრი, რომელზეც ჩვენ უკვე ავაგეთ ეს ბიუჯეტის პროექტი და წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში. დღეს ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდით არის გაზრდილი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სოციალური ხარჯები, ადამიანებზე ზრუნვა პრიორიტეტია, ჯანდაცვის პროგრამაზე ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ არის უვარგისი პროგრამა. რატომღაც, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თურმე არ უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი“,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.                       .

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: