Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
27-11-2015, 14:35
ნანახია: 624

რა კითხვებით მიმართა აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობას?

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობას მიმართა,  ხომ არ გაურკვევიათ თუ  რა დავალებები აქვს შესრულებული მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს  ,,სისხლიანი 9 წლის პერიოდში".

 

ბობოხიძემ ასევე განაცხადა, რომ "ერთ-ერთი სტიგმა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციაში ყოფნისას დაამკვიდრა, იყო ის, რომ არავის იღებდნენ სამსახურში ისე, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო ან არ იყო კაცის მჭამელი და სისხლის მსმელი". 

 

"ხომ არ გაგირკვევიათ, როგორ მოხვდა თავის დროზე ირაკლი შოთაძე სამსახურში? მე ნამდვილად ვიცი, რომ ის მუშაობას თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად დაიწყებდა, მაგრამ მაშინდელი ოპოზიციის მიერ დასახელებული ნიშნებიდან, რომ აუცილებლად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ან საშინელი ტიპი უნდა ყოფილიყო, აქედან მაინც რომელს აკმაყოფილებდა?! ასევე ხომ არ გაგირკვევიათ, თავის დროზე ბატონ შოთაძეს მიუღია თუ არა რაიმე უკანონო დავალება მაშინდელი ხელმძღვანელების მხრიდან, რადგან ჩვენი ხელისუფლების დროს რიგითი გამომძიებელი და რიგითი თანამშრომელი არ იყო და იყო ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობის პირი. შეუსრულებია თუ არა მას რაიმე უკანონო დავალება იმ სისხლიან 9-წლიან პერიოდში?!", - აღნიშნული კითხვით ბობოხიძემ მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს მიმართა, რომელმაც პარლამენტს შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.