Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
27-11-2015, 14:47
ნანახია: 575

კობა სუბელიანი: მთავარი პროკურორობის კანდიდატად ქონების მთავარი ჩამომრთმეველი გვიზის!

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორის დამტკიცების საკითხი განიხილება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ   მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე იყო ქონების უკანონოდ ჩამომრთმევი. სუბელიანმა ასევე "ალბატროსის","ელიტ ელეტრონიქსის", "სონის" საქმეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შოთაძე ე.წ. ჩამორთმევების დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა. 

 

,,როცა ირაკლი შოთაძის ბიოგრაფიას კითხულობდით, მთავარი პროკურორობის კანდიდატი ზუსტად იმ წლებში იმ ორგანოებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ე.წ. ჩამორთმევებს ახორციელებდნენ. ამ თემაზე ჩვენ რაღაზე გვედავებით საერთოდ?! წესით ხმა აღარ უნდა ამოიღოთ, რადგან მთავარი ჩამომრთმეველი ვინც იყო, აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად და ხმა უნდა მისცეს უმრავლესობამ. მე რომ არავისთვის არაფერი ჩამომირთმევია, ეს მთელმა პარლამენტმა იცის. ჩვენ რაღას გვედავებით ხოლმე, როცა მთავარი ხალხი აგერ გიზით", - მიმართა უმრავლესობასა და მთავრობის საპარლამენტო მდივანს კობა სუბელიანმა

 

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სისტემაში კარიერა 2006 წლიდან დაიწყო. 2009 - 2010 წლებში ის მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორი იყო. 2010 წელს შოთაძემ კარიერა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე განაგრძო. მთავარი პროკურორის მოადგილედ იგი ოთარ ფარცხალაძის პროკურორობის დროს დაინიშნა.