გოკა გაბაშვილი: შოთაძე მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტრუმენტია!

გოკა გაბაშვილი: შოთაძე მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტრუმენტია!

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენით ხდება იმ გარანტიის გაფორმება, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას პროკურატურა მყარად ეყოლება დაჭერილი. გაბაშვილის შეფასებით შოთაძე მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტრუმენტია.

 

„უმრავლესობას იგივე მისწრაფებები აქვს, არც დამკვეთი შეცვლილა და ის ისევ სოლოლაკში ზის. შემსრულებელიც ისევ შოთაძე იქნება, რომელსაც ფარცხალაძე დავალებებს მიუტანს, რომელსაც მას სოლოლაკში გადასცემენ. ისევ იქნება ფიქრი წარსულზე და არა - დღევანდელ დღეზე. ღარიბაშვილის გარემოცვა ისევ ფულს აკეთებს და ისინი კორუმპირებულები არიან, მაგრამ პროკურატურამ ამაზე არაფერი არ უნდა გააკეთოს, ისევე როგორც რაფალიანცის საქმეზე. ამას გარდა, ასევე არაფერი იქნება ნაციონალების თავდასხმებზე და ნუგზარ წიკალური ვერასოდეს გაიგებს იმას, ვინ დახვდა და მის გატაცებას ვინ ცდილობდა. თქვენი გამკიცხავი ტონი გამკაცრდება, როცა არჩევნები მოახლოვდება. თქვენ არაფერს აკეთებთ, ქვეყანა გააღარიბეთ და ქვეყანას ეკონომიკური განვითრების პერსპექტივა დაუკარგეთ. თქვენი ერთადერთი გასართობი ოპონენტის დაწიოკებაა. ეს არჩევნებზე როგორც დამთავრდება, იცით და მანამდე შეგიძლიათ, ძველი და ახლა ახლად გახსენებული შოთაძე შეირგოთ“, - მიმართა უმრავლესობას გაბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: