რას მოითხოვს გიგა ბოკერია?

რას მოითხოვს გიგა ბოკერია?

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პენსიების 20 ლარით ზრდას გამოეხმაურა.

 

მისი განცახდებით, ეს  ივანიშვილის რეჟიმის სახეა. 

 

 "ჯერ იძახდნენ, რომ ეს პოპულიზმია და შეუძლებელია პენსიის გაზრდა.  მთავრობის სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე დავით სერგეენკო ისევ ამას იმეორებდა, ხოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ პენსიები გაიზრდება. მათ 20 ლარი გადაუგდეს პენსიონრებს. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, რადგან ზუსტი გაანგარიშება გვაქვს ბიუროკრატიისა და ფუფუნების შემცირებით 50 ლარით ზრდა შესაძლებელია. თუ ამას არ გააკეთებენ, ამას ახალი მთავრობა გააკეთებს მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას გადავირჩევთ“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: