Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
28-11-2015, 12:38
ნანახია: 999

ბიძინა ივანიშვილი: შოთაძეს 6 წელი ვერავინ შეეხება

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილი აცხადებს, ამ თანამდებობაზე შოთაძის შესაბამისი კანდიდატურა იყო.

 

ივანიშვილის განმარრტებით, კრიტიკა, რომელიც პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებმა გამოთქვეს, დღეს მთავარი არ არის და ქვეყანა ევროინტეგრაციის სწორ გზაზე დგას.

 

უნიკალური და უმწიკლო ვერავინ ვერ იქნება. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი აქ არ არის პიროვნება, მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც აკრიტიკებდნენ, თუ როგორ წესით აირჩა პროკურორი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები, რაც მიდის საქართველოში, არის ძალიან სწორი და მიზანმიმართული და ევროპისკენ სწორი გზაა სწორედ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.