Iverioni
«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
თებერვალი 2022 (6)
იანვარი 2022 (1)
2-12-2015, 14:34
ნანახია: 1110

ზაქარია ქუცნაშვილი:  „ნაციონალებო“ დაესწარით სასამართლოს, არ გაინტერესებთ, თქვენი პრეზიდენტი, არის თუ არა დამნაშავე?

„მე მინდა ვკითხო „ნაციონალებს“, არ გაინტერესებთ თქვენი პრეზიდენტი, თქვენი ლიდერი, არის თუ არა დამნაშავე“- აღნიშნული განცხადება, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბირიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა  გააკეთა.

 

ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დღეს, 16:00 საათზე საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე მისვლისკენ მოუწოდა.

 

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც ჩვენებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იძლევიან.

 

„მე ვაპირებ, რომ დავესწრო ამ პროცესს. მაინტერესებს გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისას რა მოტივებით და კანონიერი საფუძვლებით მოქმედებდა ექსპრეზიდენტი, როცა ისინი ციხიდან გამოუშვა. მე მინდა ვკითხო „ნაციონალებს“, არ გაინტერესებთ თქვენი პრეზიდენტი, თქვენი ლიდერი არის თუ არა დამნაშავე? მოდით და დაესწარით სასამართლო პროცესს. არ გაინტერესებთ, გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისას?“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.