Iverioni
«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
თებერვალი 2022 (6)
იანვარი 2022 (1)
2-12-2015, 19:55
ნანახია: 935

ჯეიმს აპატურაი: საქათველოს ნატო-ს წევრობისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს

 

 

„ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა“ -  ამის შესახებ, ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას,  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით კომუნიკე მიიღეს. 

 

აპატურაის განცხადებით, საქათველოს ნატო-ს წევრობისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. 

 

„დღეს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ პროცესი უცვლელი რჩება. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით, წევრობის სამოქმედო გეგმა ყოველთვის მომდევნო ნაბიჯს წარმოადგენდა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს“, - განაცხადა აპატურაიმ. 

 

ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი „მაპ“-ის, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის დახმარებით.

 

დღეს გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას განაგრძობს.