ვინ დააკავა საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე?

ვინ დააკავა საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე?

დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქე ზვიად ერემაძე დააკავა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ზ.ერემაძე მოქალაქეებთან შედიოდა ნდობაში, საუბრისას იყენებდა პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირთა სახელებს და ატყუებდა მათ, რომ ახლო მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან.

 

იგი მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ სამართლებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრებს მართავდა  სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებთან  და ამ თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად ცდილობდა მოქალაქეებისთვის გამოეძალა დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ზ. ერემაძემ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

 

ზ. ერემაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის  მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ბრალდებულ ერემაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მივმართავთ საზოგადოებას, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: