სპეცრაზმმა გორში აქცია სასტიკად დაარბია

სპეცრაზმმა გორში აქცია სასტიკად დაარბია

გორის ადმინისტრაციული შენობის წინ ქალების სპეცრაზმმა აქცია დაარბია" – ასეთი სცენარი ფრანგული კინოს გადამღებმა ჯგუფმა გორის ცენტრში დადგა. იარაღის სროლა და "ჯაკი, ჯაკის" – ყვირილი მთავარ მოედანზე ისმოდა. შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა ფილმის "ჯეკი  ქალების სამეფოში" გადაღება მიმდინარეობს.


ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


სცენარის მიხედვით მოქმედება 2340 წელს ხდება. მომავლის ქვეყანაში სამეფოს ქალები მართავენ, სადაც ადამიანებს სახრჩობელაზე კიდებენ და გამოხატვის თავისუფლება იარაღით იზღუდება. ფრანგებმა ასეთი ქვეყნის გადასაღებად საქართველო შეარჩიეს.


მასიურ სცენებში ადგილობრივი მოსახლეობა – გორის თეატრის მსახიობები და სტუდენტები მონაწილეობენ.


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=cpOkEp0xBR8#!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: