დავით უსუფაშვილი: სიყვარული იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე ემოციები გვეუფლება ხოლმე

დავით უსუფაშვილი: სიყვარული იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე ემოციები გვეუფლება ხოლმე

 

 

„ხანდახან, პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ, შეწყალებაზე ვსაუბრობთ და მოდით, ყველას მივუტევოთ, ვისაც მყისიერი, შესაძლო არცთუ ბოლომდე გააზრებული რეაქცია ჰქონდა“, - აღნიშნული განცხადებით,  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხს, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  გამოეხმაურა.

 

უსუფაშვილის თქმით, საკითხი იმის თაობაზე, თუ ვის აქვს და ვის უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, გუშინ საღამოს მდგომარეობით, ეს თემა ცალსახად დახურულია.

 

სპიკერის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით რეაქცია იყო უფრო მყისიერი და ემოციური, ვიდრე კარგად გააზრებული.

 

„ყველას საშუალება ჰქონდა, მარტივ დასკვნამდე მივსულიყავით, რომ როცა საუბარია მართლმსაჯულების სისტემის მიერ სასჯელდადებულ პირზე, მისი შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურს უნდა ჰქონდეს. მგონი, ყველამ გაიაზრა ისიც, რომ თეორიულ საკითხზე მსჯელობაც კი, რომ პატრიარქს ამ ტიპის უფლებამოსილება ჰქონდეს, იქნება გაუმართლებელი არამხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ, ეკლესიური კუთხითაც. პატრიარქის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ პატრიარქმა ვინმე შეიწყალოს და სხვა ციხეში დატოვოს, რელიგიური გადმოსახედიდანაც არასწორი მოქმედებაა. გარკვეულწილად იმის დემონსტრირება ვიხილეთ, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის, შესაძლოა, სიყვარულიც. საზოგადოებაში პატრიარქისადმი მოწიწება და სიყვარული ძალიან დიდია და ეს მხოლოდ კარგია. როგორც ჩანს, სიყვარულის იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე ემოციები გვეუფლება ხოლმე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: