Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
11-12-2015, 11:35
ნანახია: 829

ჯუმბერ კირვალიძე: ივანიშვილის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება პოზიციების შენარჩუნება!

„ივერიონს“ აქტუალურ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ესაუბრა.

 

-ბატონო ჯუმბერ, რას მოუტანს ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს?

 

საინტერესოა, თქვენი გადასახედიდან დანახული მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტები...

 

თქვენი აზრით, ხომ არ გამოიწვევს ეს მიგრაციული პროცესების კიდევ უფრო გააქტიურებას და საქართველოს საბოლოო დაცარიელებას ქართველებისგან?

 

ვის ინტერესებში შედის ვიზა-ლიბნერალიზაციის შემოღება?

 

-ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან სასიკეთო პროცესია. მიგრაციულ პროცესებს ეს ვერ გამოიწვევს, ვინაიდან, ის გავრცელდება არ მთელ მოსახლეობაზე, არამედ გარკვეულ კატეგორიებზე, ალბათ, სტუდენტებზე, ბიზნესმენებზე, იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც მკურნალობა დასჭირდებათ ევროპაში და ა.შ. ვიზა-ლიბერალიზაციისკენ ყველა მიილტვის. ევროკავშირის ასეთი საზღვრების გახსნილობა დადებითად აისახება ყველა ქვეყნის განვითარებაზე, მათ ეკონომიკაზე. ისეთი პროგრესი, როგორიცაა ევროკავშირში, მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიპოვება. 

 

აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს დადებითად ვუყურებ!

 

-ამ ბოლო დღეებში ბევრი საინტერესო „სიურპრიზების“ მოწმენი გავხდით - დაწყებული ახალ გამოჩეკილი, თუ გამოსაჩეკი პარტიებიდან, დამთავრებული პარტიარქის წინააღმდეგ აგორებული აჟიოტაჟით... ბუნებრივია, ეს ყველაფერი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება...

 

თუ დღევანდელი რეალობის ანალიზს გავაკეთებთ, რა კონტურები შეიძლება გამოიკვეთოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?

 

თქვენი აზრით,  ვინ ვის „შეეკვრება“ და რომელ ახალ პოლიტიკურ პარტიებს ვიხილავთ პარლამენტარის მანტიაში, რამდენად ჭრელი და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს მომავალი პარლამენტი?

 

-ძალიან რთული შეკითხვაა. თუ გავითვალისწინებთ ქართულ პოლიტიკურ რეალობასა და ქართული საზოგადოების გემოვნების თავისებურებას პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. შეიძლება მხოლოდ მარჩიელის დონეზე, რაღაც ანალიტიკური ანალიზისა და დასკვნების გაკეთება.

რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველი. 

 

„ქართული ოცნება“ არ შეიძლება ერთ ცალკე აღებულ პარტიად განვიხილოთ - ესაა კოალიცია, რომელშიც 5-6 პარტიაა გაერთიანებული. როგორ წავა პროცესები, ვინ წავა და ვინ დარჩება კოალიციაში, საუბარია „რესპუბლიკელების“ გასვლა - არ გასვლაზე, ძალიან რთულია ამ ყველაფრის განსაზღვრა. 

 

რაც შეეხება ახალი სახეების გამოჩენას, პაატა ბურჭულაძე ბრწყინვალე დიდი საოპერო ბანია, ვამაყობთ მისით და პატივს ვცემთ, მაგრამ პოლიტიკაში მას არანაირი გამოცდილება არ აქვს. პოლიტიკა იმდენად რთული მეცნიერებაა, მოითხოვს ღრმა პოლიტიკურ აზროვნებას.

 

-„პატრიოტთა ალიანსს“ თავის დროზე სერიოზულ წარმატებებს უწინასწარმეტყველებდნენ მომავალ პარლამენტში. იყო საუბარი იმაზეც, რომ ისინი ჩაანაცვლებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“...

 

თქვენი აზრით, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსს“ უკავშირდება (მხედველობაშია საგარეჯოს არჩევნები და შიმშილობის აქცია...) შეუწყვეს, თუ არა ხელი საზოგადოების სიმპათიების გაზრდას „პატრიოტთა ალინსის“ მიმართ და ეს როგორ აისახება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათ შედეგებზე?

 

-„პატრიოტთა ალიანსს“ არ აქვს ისეთი გამოცდილება, პარტიული სტრუქტურები, აქტივი მათ ყავთ ორი გამოცდილი ლიდერი: დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი. თვითონ ლიდერები გამორჩეულნი და დასაფასებელნი არიან. საგარეჯოს არჩევნებმა უფრო წამოწია ინაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი. მაგრამ, მათ არა აქვთ თვითონ პოლიტიკური სტრუქტურები ჩამოყალიბებული. 

 

საქართველოში და ყველა მცირე რიცხოვან ქვეყანაში, საზოგადოება ყოველთვის გამოკვეთილადაა დაჩაგრულების მხარეს. საგარეჯოს არჩევნებში კი ისინი დაიჩაგრნენ, მათ უსამართლოდ მოექცნენ, იქაც ისევ და ისევ თავდაცვის მინისტრის აქტიურობით! დადებითი ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ ამ ყველაფერმა ბზარი შეიტანა „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის. მთელი რიგი განცხადებები გაკეთდა ქართული ოცნებს მიერ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით.

 

ამ ყველაფრით პარტიამ ვფიქრობ უფრო მეტი შეიძინა, ვიდრე დაკარგა. მათ ექნებათ შანსი, მათ უკვე ყავთ მყარი ელექტორატი, ვერ ვიტყვი რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ გარკვეული წარმომადგენლებით იქნებიან ახალ პარლამენტში. ეს კარგიცაა პოლიტიკური პროცესებისთვის, ახალი ძალა იქნება, მითუმეტეს ისინი პარლამენტში არასოდეს არ ყოფილან და შესაბამისად, დადებითად ვუყურებ ამ ფაქტს!

 

-როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ზოგადად, როგორია დღეს მისი პოლიტიკური რეიტინგი?!

 

-ივანიშვილი არც უნდა წასულიყო პოლიტიკიდან. მან პროცესები ძალიან ნედლ მდგომარეობაში დატოვა. მესმის, რომ მიზნად არ ჰქონია პოლიტიკური კარიერის გაკეთება და სხვა მოტივმა მოიყვანა ქვეყნის დასახმარებლად, მაგრამ როცა დაიწყებ რაღაც პროცესს, ის ბოლომდე მიყვანას საჭიროებს. მისმა წასვლამ ძალიან ბევრი პროცესების დამუხრუჭება გამოიწვია. ივანიშვილის დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ბევრი რამ ისე არ მომხდარიყო, როგორც მოხდა!

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი რეიტინგი ძალიანაა შერყეული და იკლო მისმა მხარდამჭერთა რიცხვმა საზოგადოებაში,  დღეს ივანიშვილი მაინც რჩება  ლიდერად ქართული პოლიტიკური პროცესების რეალობის და რაც არ უნდა უწოდო, მას, ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, პროცესი რომელშიც შემოვიდა და საიდანაც სააკაშვილი გავიდა, ეს ვაკუუმი ვერავინ ვერ შეავსო. 

 

თვითონ „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური პარტია ცალკე აღებული ვერ ჩამოყალიბდა და არცაა ის დღეს ერთპიროვნული მმართველი, ეს კარგიცაა - კოალიციურ ფორმატშია. მეტიც, სხვა წევრები უფრო აქტიურ როლსაც თამაშობენ, ვიდრე „ქართული ოცნება“.

 

ვფიქრობ, ივანიშვილის ფიგურა არ მოხსნილი დღის წესრიგიდან. მან ერთხელ თქვა რომ პელეს მეძახიან და ძალიან მაგარი ხარო, ასე რომ ფეხბურთის სინონიმიდან  ჩავთვალოთ - ტრამვა ჰქონდა მიღებული, როცა გადადგა და წავიდა პოლიტიკიდან და ამჟამად სათადარიგო სკამზე ზის. ვფიქრობ, ის ახლა თვითონაც არაა გარკვეული და მასვე რომ ჰკითხოთ, ვერ გეტყვით, დაბრუნდება თუ არა, იმიტომ, რომ პროცესები ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, ბევრი რამ დაკრისტალდება ბევრი კითხვის ნიშნებია და დროთაგანმავლობაში ყველაფერი გამოჩნდება. საერთაშორისო კონტექსტი ითამაშებს უდიდეს როლს - ევროპულ ამერიკული და ა. შ. ანგარიშგასაწევია ისიც, საერთოდაც, დიალოგი როგორც წავა ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკურ პარტიებს შორის. ივანიშვილის დაბრუნება შეიძლება აუცილებელიც გახდეს „ქართული ოცნებისთვის“ რომ არა თუ გაიმარჯვოს, არამედ, შეინარჩუნოს   მაინც პოზიციები. თუ არ დაბრუნდა „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს იმას, რაც ადრე შეძლო, ის რაღაცა ფორმით უნდა დაბრუნდეს!

 

იმ მდგომარეობაში, როგორშიცაა დღეს „ქართული ოცნება“, ვერ ვხედავ სხვა ლიდერს, რომ შეძლოს მისი ჩანაცვლება. ივანიშვილის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება პოზიციების შენარჩუნება!

           

           ესაუბრა კარინა გრიგორიანი