სააპელაციო სასამართლომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საჩივარი არ მიიღო

სააპელაციო  სასამართლომ  კუდ-ის  ყოფილი მაღალჩინოსნის საჩივარი არ მიიღო

სააპელაციო სასამართლომ კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის  ვაჟა ლელუაშვილის საჩივარი  წარმოებაში არ მიიღო.


ლელუაშვილის ადვოკატის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უსამართლო და დაუსაბუთებელია.


მას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება, ჩაწერა და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება. დანაშაული, გათვალისწინებული 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 285-ე მუხლის მესამე ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.


საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა ლილუაშვილს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იგი გლდანის მე-8 დაწესებულების კარანტინის განყოფილებაშია მოთავსებული.


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი 15 ნოემბერს დააკავეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: