პალესტინაში ახალი პასპორტები გამოვა

პალესტინაში ახალი პასპორტები გამოვა

პალესტინური პასპორტები ერთი წლის განმავლობაში გამოვა. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პალესტინის ავტონომიის ლიდერმა განაცხადა.

 

მაჰმუდ აბასის თქმით, ახალ პასპორტებს გარეკანზე პალესტინის ავტონომიის ნაცვლად პალესტინა ეწერება. შეხვედრის დასრულების შემდეგ საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა ალექსის ციპრასმა ღიად განაცხადა, რომ საბერძნეთი მხარს უჭერს პალესტინის სუვერენიტეტს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: