დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:თუ ბერძნები დააჩოქეს, ჩვენი ჯერიც დადგება, მაგრამ, არ უნდა დავნებდეთ!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:თუ ბერძნები დააჩოქეს, ჩვენი ჯერიც დადგება, მაგრამ, არ უნდა დავნებდეთ!

„ივერიონი“ საბერძნეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის მოსალოდნელ საშიშროებაზე, ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ  თეოდორე გიგნაძეს ესაუბრა.

 

-მამაო, გუშინ, საბერძნეთის პარლამენტმა ოფიციალურად დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება. საბერძნეთი, ჯერ-ჯერობით ერთადერთი მართლმადიდებლური სახელმწიფოა ვინც სოდომ-გომორის გზას დაადგა.

 

ხომ არ არის ეს სამყაროს დასასრულის დასაწყისი. ანუ, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით - ხომ არ გვაქვს საქმე ათონის მთის ჩაძირვის მოლოდინთან, რომელსაც წმინდა წერილებში ხშირად იმოწმებენ?

 

-ეს ფაქტი ძალიან აღმაშფოთებელია. რბილად, რომ ვთქვათ, ეს იქნება ძალიან ცუდი და შეიძლება ითქვას საბედისწერო  ფურცელი საბერძნეთის ისტორიაში. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, როგორ  შეიძლებოდა მოსვლოდა ეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელ  ბერძენ ხალხს?!

 

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპაში, ევროკავშირში გვინდა, საბერძნეთის პარლამენტის უღმერთო გადაწყვეტილება ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახვევენ თავს მართლმადიდებლებს მსგავს საშინელებას- მხედველობაში მაქვს ერთსქესიანთა ქორწინება. ვინც საბერძნეთის ისტორიას და მის კულტურას იცნობს, დამეთანხმება, რომ ეს ბერძენი ერისთვის შინაგანად მიუღებელი გადაწყვეტილებაა.  

 

თუ ოდესმე ქართველი ერი არჩევანის წინაშე დადგება: მართლმადიდებლობა თუ ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ აქედანვე უნდა გვქონდეს მტკიცე არჩევანი, რა თქმა უნდა მართლმადიდელობის, ჩვენი საკუთარი იდენტობის სასარგებლოდ! 

 

კარგად ვიცნობ ბერძენ ხალხს, მათ კულტურას, სარწმუნოებას, შესაბამისად ვერ წარმომიდგენია, რომ ბერძენი ერი მასიურად იყოს ამაზე თანახმა. ანუ, რა ხდება, ძალადობაა ბერძენ ხალხზე?!

 

-საბერძნეთი საბერძნეთად, მაგრამ ანალოგიური საშიშროების წინაშე დგას მართლმადიდებლური საქართველოც...

 

შეძლებენ, თუ არა მსოფლიო წესრიგის მესვეურები საქართველოს საბოლოოდ დაჩოქებას? ანუ, მოსალოდნელია, თუ არა  საქართველოშიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება?

 

-ცხადია, მართლმადიდებლური საქართველოც დგას ანალოგიური საშიშროების წინაშე. ანუ, ანალოგიური პერსპექტივის მოლოდინსი უნდა ვიყოთ. ამ ძალადობის წინააღმდეგ ქართველ კაცს შინაგანი ამბოხი თუ არ ექნა, საქართველოც საბერძნეთის ბედს გაიზიარებს!

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბერძენი ხალხი ნაკლებად მართლმადიდებელია და ნაკლებად მტკიცეა რწმენაში, ვიდრე, ჩვენ, ძალიან ცდება- მე არ მეეჭვება, რომ ბერძნები ღრმად არიან რწმენაში. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათ რწმენაში გასაძლიერებლად წმინდა ათონის მთაც ეყოფათ, სადაც ღვითივკურთხეული მამები დღესაც მოსაგრეობენ!

 

დიახ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი მონასტრები, როგორიც ბერძნებს და არ გვაქვს განვითარებული ისეთი ღვთისმეტყველება და თავისუფლება ქრისტეში, როგორც ეს მათ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ბერძნები დააჩოქეს, ჩვენს დაჩოქებასაც მოინდომებენ!

 

 

                             ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: