ვინ არ დაუჭირა მხარი ლევენ მურუსიძეს?

ვინ არ დაუჭირა მხარი ლევენ მურუსიძეს?

საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის საბჭოს იმ წევრების ვინაობა დაასახელა, ვინც ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მხარი არ დაუჭირა.

 

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს 14 წევრიდან ერთი, გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო კენჭისყრას. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც პრეზიდენტის მიერ დასახელებული წევრია საბჭოში, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ლევან მურუსიძეს ხმა არ მიუცია საკუთარი თავისთვის, ხოლო ნინო გვენეტაძემ  მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

 

იყო სულ 11 ბიულეტენი, აქედან, 10 ხმა მიიღო მურუსიძემ. შესაბამისად, მურუსიძეს ხმა მისცეს თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ.

 

ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რის შემდეგაც საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა.  შედეგად პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: