ბიძინა ივანიშვილი: ტარიფების განახევრება ვერ მოხერხდება!

ბიძინა ივანიშვილი: ტარიფების განახევრება ვერ მოხერხდება!

„ვერ მოვახერხეთ გარკვევა ბოლომდე, თუ როგორ ხდება ელექტროენერგიაზე ფასთწარმოქმნა. ალბათ, მალე გავერკვევით. შესაბამისად, ის განახევრებული ტარიფები, რომელზეც ვსაუბრობდით, ალბათ არ გამოვა. ჩვენი ეს დაპირება ცოტა გადაჭარბებული იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა დღეს, „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


პრემიერ-მინისტრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც შეუძლებელი ხდება ტარიფის განახევრება.


„გარდაბანში დაგეგმილი იყო თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. ეს "ინტერ რაოსს" უნდა დაეფინანსებინა იმ საინვესტიციო თანხიდან, რომელსაც ელექტროენერგიის 16-თეთრიანი ტარიფი მოიცავდა. 16 თეთრში მოიაზრება საინვესტიციო თანხა, რომელიც აუცილებელია და რომელიც ყოველთვის შედის ტარიფში – ეს არის სისტემის სრულყოფის თანხები. ამ თანხიდან "ინტერ რაოს" უნდა დაეფინანსებინა შესატყვისი მშენებლობა გარდაბანში. ამის მიუხედავად, 50 მილიონი გადახდილია საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც მშენებლობასთან კავშირი არ აქვს და ახლა მთავრობა  ამ ხელშეკრულების დარღვევას ცდილობს დანაკარგების გარეშე. ჩვენ გვინდა გავწყვიტოთ ხელშეკრულება და თავიდან გამოვაცხადოთ ტენდერი.  შესყიდვებსა და ტრანზიტებშიც ბევრი კითხვებია. ტარიფი, შეიძლება შევამციროთ, მაგრამ განახევრება არ მოხერხდება. მოვახერხებთ მოსახლეობის მეტ სუბსიდირებას, რომ აქედან მიიღონ შეღავათი. ტარიფების განახევრებაზე უარს ვამბობ", - აცხადებს ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: