ლია რუსიაშვილი:მართლმადიდებელთა დუმილი ისეთივე დანაშაულია, როგორც პილატეს ქმედება!"

ლია რუსიაშვილი:მართლმადიდებელთა დუმილი ისეთივე დანაშაულია, როგორც პილატეს ქმედება!"

   ლია რუსიაშვილი

 

   ყოველი საღად მოაზროვნე მართლმადიდებელი შეშფოთებულია საბერძნეთის იმ დაცემის გამო, რაც გამოიხატა ამ დღეებში პარლამენტის მიერ მამათმავალთა ქორწინების დაკანონებით. დარწმუნებული ვარ, ჟურნალ "ჩარლ ებდო"-ში გამოქვეყნებული ამაზრზენი სუპერმკრეხელური (ამ ახალი ტერმინის დაბადებაც კი გახდა საჭირო...) კარიკატურები ყოვლადწმიდა სამებაზე, იესუ ქრისტეზე და დედაღვთისმშობელზე, მათ, ასევე, "სიტყვის თავისუფლებად" და თანამედროვე პრესის "გამარჯვებად" მიაჩნდათ, მაგრამ ის შედეგი, რაც იმ უბედურების ცეცხლთან თამაშს მოჰყვა, ყველასთვის თვალნათელი გახდა...

   არც პირველები არიან და არც უკანასკნელნი იქნებიან ისინი, ვინც ქრისტეს ეკლესიას უპირისპირდება, მაგრამ როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს:-ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული. სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა. ქალაქები მას რომ უარყოფდნენ, ნანგრევებად იქცნენ. ერეტიკოსები, მის გაუკუღმართობას რომ ლამობდნენ, ანათემას მიეცნენ და სულითა და ხორცით წარწყმდნენ. ქრისტიანული რწმენა კი დღემდე ჰგიებს!" მახსენდება იულიანე განდგომილის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის ჟამს: :"შენ გაიმარჯვე, გალილეველო!" ამიტომ, მსგავსი ამაზრზენი გადაწყვეტილების მიმართ, რაც საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო, მართლმადიდებელთა დუმილი ისეთივე დანაშაულია, როგორც პილატეს ის ქმედება, როდესაც მან ხელები წყლით გადაიბანა და თქვა:-"უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამისა..." ამაოდ ფიქრობდა პილატე, რომ უცოდველი იყო იესუს წინაშე! ნათქვამია, "ხე ნაყოფით შეიცნობაო" და შედეგად - პილატემ სიცოცხლე გადასახლებაში თვითმკვლელობით დაასრულა.

   უფლისა და მისი მცნებების წინააღმდეგ ამბოხებულებს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, მოსწონთ მათ ღვთიური სასჯელი თუ არ მოსწონთ, ამით არაფერი არ შეიცვლება-- სამყაროში მაინც იმოქმედებს მკაცრი კანონზომიერება: "ვინც რას დასთესს, იმასვე მოიმკის". ანუ, ვინც ნებაყოფლობით თესავს სიმრუდეს, ცხადია, მოიმკის ბოროტებას, ამ კანონზომიერებაში კი ღვთის ჭეშმარიტი სამართალი უნდა დავინახოთ. "ცოდვის შედეგი გარდაუვალი საზღაურია", ხოლო, სასჯელი რა სახით დაატყდება შემცოდეს-- სალომიასავით ყინული მოაჭრის თავს, ტურა-მგლები შეჭამენ თუ თავდამსხმელი დაცხრილავს ავტომატით, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანებს მარტოდენ ის ევალებათ, რომ იფრთხილონ და იფხიზლონ უფლის მუდმივდამკვირვებელი მზერის წინაშე, ვინაიდან, როგორც დაგვანახა ზემორე მაგალითებმა, აქსიომაა რომ ცოდვა თავის საზღაურს აუცილებლად მოიმკის.

   დასასრულ, მოახლოებულ ქრისტეშობას გილოცავთ! დაე, ამ აღრეულ დღევანდელობაში წმინდა მოციქულ პეტრეს ეს სიტყვები გვქონოდეს სულიერ თანამგზავრად: -"თქვენ კი საყვარელნო, გაფრთხილდით, რომ არ აყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მადლით, ამინ."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: