რისკენ მოუწოდებს თურქეთი ისლაელს?

რისკენ მოუწოდებს თურქეთი ისლაელს?

"თურქეთი ისრაელთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივას ვერ ხედავს მანამ, სანამ ისრაელი ღაზას სექტორს ბლოკადას არ მოუხსნის"- ამის შესახებ პრეზიდენტ ერდორანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

 

მანვე ისრაელი პალესტინის ოკუპაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და პალესტინის მიმართ  პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდა. ისრაელსა და თურქეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ებრაულმა სპეცრაზმმა რაზას სექტორის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას თურქი აქტივისტების ლიკვიდაცია მოახდინა. 2010 წელს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ თურქეთმა და ისრაელმა შეთანხმებას 2 კვირის წინ მიაღწიეს.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: