Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
30-12-2015, 11:05
ნანახია: 817

დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა  შეიკრიბება

86 - 28 –ის წინააღმდეგ- პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

 

გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", კენჭისყრას არ ესწრებოდნენ "თავისუფალი დემოკრატები". მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ერთადერთი ცვლილება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის პოსტი მიხეილ ჯანელიძემ დაიკავა. ვიცე-პრემიერები არიან დიმიტრი ქუმსიშვილი და კახი კალაძე.

 

დღეს  მთავრობის სხდომა ახალი პრემიერ-მინსიტრის ხელმძღვანელობით გაიმართება. მინისტრები ადმინისტრაციაში 12 საათზე შეიკრიბებიან. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მისი გუნდის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ის უკვე მოგვიანებით ისაუბრებს. მან დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.