Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (4)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
30-12-2015, 12:11
ნანახია: 1080

რა აღმოაჩინა ეროვნული პარკის დირექტორმა თავის მანქანაში?

გარემოს დაცვის მინისტრიმას დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა, ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოაჩინა. გიგლა აგუილაშვილის განცხადებით, დაუდგენელი პირები ცდილობენ შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც გარემოს დაცვის სამინისტრო ეწევა უკანონო ხე-ჭრის და სხვადასხვა უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ.

 

"დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს იმ ფაქტზე, რომელიც გამოვლინდა 27 დეკემბერს. თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომანქანაში მის მიერვე აღმოჩენილი იქნა 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით. როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ იმ საქმიანობაზე რასაც ჩვენ ვახორციელებთ და უშუალოდ ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში. სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი. ჯერ კიდევ გაზაფხულში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარა წარწერით – "გაფრთხილებთ, წადით!". მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ეს ადამიანი, გინდა თანამშრომელი და გინდა- სხვა, რომ ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს წესრიგის, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ჭრის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობაზე ბრძოლაზე გაგრძელდება და მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა იყოს დაცული", - განაცხადა აგულაშვილმა. 

 

მისივე თქმით მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შს მინისტრი, ხოლო მთავარ პროკურორს დღეს შეატყობინებს.