Iverioni
«    იანვარი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
30-12-2015, 12:19
ნანახია: 1659

თეა წულუკიანი: სამი წელია, ვამბობ, რომ სასამართლო არის რეფორმებისადმი რეზისტენტული!

„სამი წელია, ვამბობ, რომ სასამართლო არის რეზისტენტული რეფორმებისადმი. ამ დღეებში ამ სასამართლომ, რომელიც 3 წელია, უპირისპირდება იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო რეფორმებს, ღიად გამოაჩინა თავისი სახე, უკვე ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე; სახე, რომელიც არ არის ლამაზი; გამოაჩინა ის, რომ მათ არ სურდათ რეფორმები; მაგალითად, ის, რომ 2014 წლის აგვისტოს კანონით ჩვენ შემოვიტანეთ მოსამართლისთვის აუცილებელი თვისება − კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, და ისინი ამას პრაქტიკაში არ იყენებენ. არც ის რეფორმა სურთ, რომელიც ახლა პარლამენტში მაქვს შეტანილი და საქმეების ავტომატურად განაწილების წესს ეხება. სასამართლოები ელექტრონულად არ ამზადებენ სისტემას განგებ იმისთვის, რომ ელექტრონულად, ანუ ბრმად და ავტომატურად, განაწილდეს საქმეები. მაგრამ მე მინდა, დაგპირდეთ, რომ ეს რეფორმები, რაც უნდა ძველი დროის მოსამართლეებს არ სურდეთ და არ იყენებდნენ პრაქტიკაში, მაინც გაგრძელდება.

 

ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა მართლმსაჯულების ხელმძღვანელის აზრიც, რომელიც თავადაც გააკეთებს, ალბათ, კომენტარს“, − აცხადებს იუსტიციის მინისტრი.