Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
6-01-2016, 14:56
ნანახია: 1229

ალექსი ბლიაძე: ვიწყებ ბრძოლას თამარ სანიკიძის და მისი იდეური მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებმაც მიზანმიმართულად დაანგრიეს განათლების სისტემა!

მე გახლავართ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატური ალექსი ბლიაძე. 

 

მანდატურთა შორის გახლდით ერთადერთი, რომელიც „ნაციონალური ხელისუფლების“ დროს დაუპირისპირდა სისტემის პოლიტიზაციას და დანაშაულებრივ ფაქტებს ჩვენ სამსახურში - კერძოდ, საარჩვენო პროცესში მანდატურთა გამოყენებას მაშინდელი ხელისუფლების საარგებლოდ. 

 

მაშინ ჩემი ქმედებით მე რისკზე წავედი  და დამსაჯეს კიდეც, ანუ უკანონოდ გამანთავისუფლეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა ჩემი აღდგენა, თუმცაღა, მე ახალ ხელისუფლებასთანაც ვაგრძელებდი ბრძოლას, რათა დამდგარიყო იმ პირთა პასხუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დანაშაულებრივად ხელმძღვანელობდნენ მანდატურთა ჯგუფების ორგანიზებულ ჩართვას საარჩევნო პროცესებში. 

 

რამდენჯერმე მივმართე განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელ მინისტრს - ქ-ნ თამარ სანიკიძეს. მაგრამ, სათანადო რეაგირების ნაცვლად ჩემს მიერ დასახელებული პირები დააწინაურეს, ხოლო მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მიაფუჩეჩეს. 

 

მხილებებსა და დარღვევების გამოვლენაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან ამგვარი რეაქცია არ არის ერთადერთი. 

 

აქამდე მქონდა ეჭვი მის დილეტანტიზმზე, დარღვევის წაქეზებაზე, სიხისტეზე, კომუნიკაციის უქონლობაზე და ძველ, ნაციონალურ რეჟიმთან შეკრულობაზე. დღეს ეს ეჭვი რეალობა თუ არა, უკვე რეალობასთან მიახლოებულია. 

 

მე ვადევნებდი თვალს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის შეუპოვარ ბრძოლას სისტემაში არსებულ დარღვევებზე და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ არა მხოლოდ კონკრეტული - საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, არამედ, მთელი საგანმანათლებლო სისტემა აცდა საკუთარ მისიას და დადგა უფსკრულის პირას. 

 

სწორედ ამიტომ, მე ერთადერთმა მოქმედმა მანდატურმა გადავწყვიტე, რომ დღეიდან ღიად, საჯაროდ დავიწყო ბრძოლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - თამარ სანიკიძისა და ყველა მისი ხელქვეითის წინააღმდეგ, რომლებმაც მიზანმიმართულად დაანგრიეს განათლების სისტემა. 

 

ვინაიდან პროფესიით მე პედაგოგიც გახლავართ, გადავწყვიტე, რომ ამ ბრძოლაში შევუერთდე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს დავით ფერაძეს და მასთან ერთად მაქსიმალურად ვიბრძოლო განათლების გადასარჩენად. 

 

ერთადერთი აქტიური, გაბედული და გაუსვრელი პარტნიორი დღეისთვის, სწორედ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრია. ჩვენი უპირველესი ამოცანა კი იქნება ის, რომ სანიკიძისა და მისი გუნდისგან გავანთავისუფლოთ სისტემა. 

 

ამავდროულად, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი გამოიჩენს პოლიტიკურ მზაობას და ოპტიმალურად მოკლე პერიოდში ჩაანაცვლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელებს პროფესიონალი და ღირსეული კადრებით! 

 

აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან ბევრი მანდატური და ბევრი პედაგოგი გამოირჩევა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით და ღირსებით. 

 

მინდა მათ მოვუწოდო: გადალახონ შიშის ფაქტორი და მამაცურად შემოგვიერთდნენ დამნაშავე ბიუროკრატიასთან ბრძოლაში. ეს, უბრალოდ მათი პროფესიული და ადამიანური ვალიცაა. 

 

და ბოლოს: ხსენებულ დარღვევებზე საჩივარი შეტანილია პროკურატურაში და იმედი მაქვს, საქმე ობიექტურად და მიუკერძოებლად წარიმართება. პროკურატურაში საქმე უკვე  წარმოებაშია, მთავარია პროკურატურა არ მოექცეს პოლიტიკური წნეხის ქვეშ და საქმეზე დაიწყოს ობიექტური გამოძიება. 

 

ალექსი ბლიაძე, 107 საჯარო სკოლის მანდატური