Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
11-01-2016, 12:21
ნანახია: 1076

ზაზა ფაჩულიას დედა თანამემამულეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ზაზა ფაჩულიას დედა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს და თანამემამულეებს კალათბურთელის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

,,თანამემამულენო, ზაზა ფაჩულია, როდესაც NBA-ას დრაფტზე იყო წარდგენილი, ვიჯექი და ჩუმად ვნერვიულობდი. ველოდებოდი, ჩემს თავს ვამშვიდებდი, იქნებ აიყვანონ გუნდში,თუ არა და არც ესაა პრობლემა-თქო.

 

ასე ნამდვილად არ მინერვიულია, როგორც ახლა. ამ ნერვიულობის მიზეზი, ისკი არ არის, ზაზა ითამაშებს თუ არა ყველა ვარსკვლავში, (შვილი, ყველა დედისთვის ვარსვლავია) ასეთი მხარდაჭერა, ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სურვილი, ქართველმა, მონაწილეობა მიიღოს, ყველა ვარსკვლავში, ამდენი სიყვარული, მინდა დაფასდეს.

 

მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ (როგორც ზაზას დედამ) ვინც თუნდაც ერთი ხმა მიეცით, ვისაც დიდი სურვილი გქონდათ, მაგრამ, ვერ შეძელით.

 

ამაყი ვარ, (როგორც ყოველთვის) რომ მე საქართველოს შვილი ვარ”, - წერს მარინა კობახიძე.