Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
11-01-2016, 12:39
ნანახია: 682

რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე?

თბილისში მიმდინარე პროექტების დაჩქარებისა და მათი ეფექტურად განხორციელების გზებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე.

 

მერიის ინფორმაციით, პრემიერმა თბილისის მერის სამომავლო გეგმები მოისმინა და პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მათი ეფექტურობის გაზრდაში დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

 

შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა, მათ შორის, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება,  მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობა, ახალი საბავშვო ბაღების აშენება და ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების მოკლე ვადებში განხორციელება.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერია აქტიურად იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე, ხოლო არსებული პარკი, საწყის ეტაპზე, იმ რაიონებს მოხმარდება, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობაა. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ახალი ავტობაზის აშენების პროექტის განხორციელებაც.

 

ასევე, დაიწყება  თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა;

 

პრემიერმა და თბილისის მერმა ასევე ისაუბრეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შორისაა აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადისა და კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და სხვა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას სთხოვა, გამკაცრდეს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლი, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.