რატომ შეუერთდა სოხუმი ანტითურქულ სანქციებს?

რატომ შეუერთდა სოხუმი ანტითურქულ სანქციებს?

სოხუმმა მოსკოვის ზეწოლას ვერ გაუძლო. გვიან ღამით სოხუმის დეფაქტო მთავრობის ვებ-გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა.

 

დეფაქტო მთავრობამ 20 იანვრამდე შეზღუდვების სია უნდა მოამზადოს, რომელიც თურქულ მხარეს დაუწესდება. კერძოდ კი, იგეგმება თურქეთიდან სხვადასხვა სახის პროდუქტის იმპორტის შეზღუდვა, თურქულ არაკომერციულ ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრება და თურქული საწარმოებისთვის სახელმწიფო დახმარების გაუქმება.

 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სოხუმის ეს გადაწყვეტილება რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დადებულ შეთანხმებასთან მოდის შესაბამისობაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: