რატომ დაუწესა ვაშინგტონმა ირანულ კომპანიებს სანქციები?

რატომ დაუწესა ვაშინგტონმა ირანულ კომპანიებს სანქციები?

ვაშინგტონმა რამდენიმე ირანულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა.

 

ამის მიზეზი ბალისტიკური რაკეტები გახდა, რომელიც თეირანმა გასული წლის შემოდგომაზე გამოცადა.

 

ახალი სანქციები 11 კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხება, რომლებიც ირანის სარაკეტო პროგრამასთან არიან დაკავშირებულნი და ამერიკული საბანკო სისტემით სარგებლობენ.

 

ვაშინგტონმა ახალი საქნციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თეირანს საერთაშორისო სანქციები გაუუქმდა. მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები სრულად შეასრულა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: