Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
19-01-2016, 17:37
ნანახია: 791

ჯარიმების ოდენობა, საგზაო მოძრაობის დარღვევებზე  რიგ შემთხვევებში იზრდება

საგზაო მოძრაობის დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა რიგ შემთხვევებში იზრდება. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონთან ერთად, ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც" შედის, რომლის განხილვაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 21 იანვარს დაიწყება.

 

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად,  ადმინისტრაციული ჯარიმა 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ იზრდება, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადააჭარბებს.

 

ასევე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა - 300 ლარის ოდენობით.

 

10 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება ჯარიმა ავტომობილის მართვის დროს, მობილური საშუალებით სარგებლობისთვის. მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითად მოსიარულეებთან მიმართებაში წესების დარღვევაზეც. კერძოდ, პირველი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება - 40 ლარი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - 150 ლარი.

 

ძალაში რჩება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის ავტომანქანის მართვის მოწმობის 6 თვით შეჩერება, თუმცა, თუკი ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოქალაქეს შეუძლია, მართვის უფლების აკრძალვის მეორე დღიდანვე მისი ჯარიმით შეცვლა მოითხოვოს, ცვლილებებით, პირს ასეთი უფლება მხოლოდ 3 თვის გასვლის შემდეგ ექნება.

 

როგორც უკვე ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებები ასევე შეეხება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე100 ქულიანი სისტემის დაწესებას. საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.

 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს 21 იანვარს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი წარუდგენს.