რატომ არ დაესწრება რუსული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიებს?

რატომ არ დაესწრება რუსული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიებს?

რუსული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიებს არ დაესწრება. ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ დელეგაციას უფლებამოსილება სრულად აღუდგება.

 

ხმის უფლება რუსეთს ასამბლეაში 2015 წლის იანვარში ჩამოერთვა. ამის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია გახდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: